რა მოხდა ხელვაჩაურში

18 სექტემბერი 2021, 18:25 1134 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა “ „ქართულ ოცნებას“ პლაკატების დაზიანებაში და მუქარაში ადანაშაულებდა. მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ მისი საარჩევნო ბანერი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან ერთად აქცია პერფომანსი გამართა და დაზიანებული პლაკატი მსვლელობით “ ქართული ოცნების “ ოფისში მიიტანა და დატოვა, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა. ფაქტს „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს და თქვეს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პროვოკაცია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში