ახალი სპიკერი - ახალი გეგმებით

28 ნოემბერი 2016, 00:00 4849 ნახვა

''ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში''-ასე დეპუტატებს დავით გაბაიძემ მას შედეგ მიმართა, რაც იგი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 36 წლის პროფესიით იურისტს ნდობა 14-მა დეპუტატმა გამოუცხადა. იგი მიუღებელი აღმოჩნდა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის'' და ''ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობისთვისაც''.  თუმცა უმაღლესი საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს  თანამშრომლებისკენ  მაინც მოუწოდა. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს გეგმებში მთავრობისა და რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცება შედის. თუმცა როგორია  გრძელვადიანი პრიორიტეტები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში