მეშვიდე კლასში იტალიური ენის გაკვეთილები განახლდება

20 სექტემბერი 2021, 15:38 2184 ნახვა

ბათუმის 1-ელი საჯარო სკოლის  მე-7 კლასის მოსწავლეებს,  ორშაბათიდან   არჩევით საგნად ისევ იტალიური ენა დაუბრუნდებათ. ეს გადაწვეტილება სკოლის  დირექციამ მას შემდეგ მიიღო, რაც  მშობლებმა პროტესტი სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქვეს. დღეს მოსწავლეები ნაცვლად იტალიური ენისა, რუსულის გაკვეთილზე მოხვდნენ, რაც ისევე როგორც მათთვის, მშობლებისთვისაც  მიუღებელი აღმოჩნდა. აცხადებდნენ, რომ  ახალი საგნის დამატება მით უმეტეს მაშინ, როცა მოზარდებმა ანბანიც არ იციან მიუღებელია. სკოლის დირეტქორის მოადგილის განცხადებით,  ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო და კლასში არ გაუქემბულა იტალიურის სწავლება, რომელიც უკვე აღმოიფხრა და მოდევნო კვირიდან ახალი პედაგოგი შევა კლასში და გაგრძელდება საგაკვეთილო პროცესი. თუმცა სატელეფონო საუბრისას დირექტრომა გვითხრა, რომ სკოლაში არ გაუქმებულა ენის სწავლება მხოლოდ ამ კონკრეტულ კლასში და კონკრეტული პრობლემის გამო მიიღო გადაწვეტილება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში