ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

21 სექტემბერი 2021, 22:34 803 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში დებატები, სადაც დედაქალაქის მერობის 16 კანდიდატია წარმოდგენილი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისივე თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს.

"რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელი დარწმუნდება. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით, ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, კრიმინალების დამსაქმებელი, ამას სჩადის. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რაც გააკეთეს. ამიტომ, ეს არის ადმიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე, მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში