შეხვედრები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში

22 სექტემბერი 2021, 12:59 724 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. შეხვედრა გაიმართა ავსტრიის კანცლერთან. სებასტიან კურცთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში