უმაღლესი საბჭო საქმიანობას შეუდგა

29 ნოემბერი 2016, 00:00 2959 ნახვა

მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია. პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. 14 ხმით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. ასევე 14 ხმით  დეპუტატებმა  ვიცე სპიკერად მერაბ კარანაძე აირჩიეს. საფინანსო კომისიას გიორგი რომანაძე, იურიდიულის - ნინო ჩხეტია, განათლების კომისიას - ლადო მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას - ცოტნე ანანიძე, ჯანდაცვის  კომისიას - ნუგზარ სურმანიძე, აგრარულ საკითხთა კომისიას კი ვახტანგ წულაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში 4 ფრაქციაა.

ამავე კატეგორიაში