საკონსტიტუციო სარჩელი

24 სექტემბერი 2021, 12:27 923 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამომძიებელს აღარ ექნება საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღების და გამოსაძიებლად იმ ორგანოსთვის გადაცემის უფლება, რომლის თანამშრომლის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საჩივარი არსებობს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, რითაც გიორგი ცერცვაძის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ასრებული რეგულაცია გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა და ეწინააღმდეგება გამოძიების ეფექტიანად წარმართვის პრინციპს. სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია გაითვალისწინა და განმარტა, რომ არ არსებობს სადავო დისკრეციული უფლებამოსილების შემზღუდველი ნორმატიული სახელმძღვანელო პრინციპები ან ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანოს მიერ დადგენილი ავტორიტეტული განმარტება მის შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი წაკითხვის პირობებში, არ არის გამორიცხული, შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა იგი გამოიყენოს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი შინაარსით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში