უხვი ნალექის შედეგები მაღალმთიან აჭარაში

26 სექტემბერი 2021, 15:00 1622 ნახვა

რამდენიმე დღიანი უხვი ნალექი აჭარაში და შედეგები. ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე-ქედის მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სოფელ დოლოგანთან მეწყერი, გვიან ღამით ორ ლოკაციაზე განვითარდა, რამაც საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეზღუდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივადაა შესაძლებელი. 

მეწყერი განვითარდა ქედაში, შიდა საავტომობილო გზებზეც. მათ შორის ქვედა და ზედა ბზუბზუს, მახუნცეთის, გოგინიძეებისა და კოლოტაურის საავტომობილო გზებზე. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხუთივე ლოკაციაზე მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი.

ქედის პრესცენტრის ცნობით, მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, სოფელ დოლოგანში, ხარაულასა და აგარაში, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებში დაფიქსირდა. ამ დროისთვის მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისია მდგომარეობას ადგილზე სწავლობს. საჭიროების შემთხვევაში პროცესში გეოლოგები ჩაერთვებიან. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს. აქაც მეწყერი ძირითადად საავტომობილო გზებზე განვითარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში