უხვი ნალექის შედეგები მაღალმთიან აჭარაში

26 სექტემბერი 2021, 20:20 993 ნახვა

აჭარის მასშტაბით კი ტერიტორიებზე სადაც უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები  განვითარდა, ტერიტორია მიწის მასისგან უკვე გაწმინდეს, მოძრაობა როგორც სატრანსპორტო სააგენტოში აცხადებენ 6-ვე მიმართულებით აღდგენილია.სოფელ დოლოგანთან მეწყერი, გვიან ღამით ორ ლოკაციაზე განვითარდა, რამაც საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეზღუდა.

მეწყერი განვითარდა ქედაში, შიდა საავტომობილო გზებზეც. მათ შორის ქვედა და ზედა ბზუბზუს, მახუნცეთის, გოგინიძეებისა და კოლოტაურის საავტომობილო გზებზე. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, სოფელ დოლოგანში, ხარაულასა და აგარაში, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებში დაფიქსირდა. მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისია მდგომარეობას სწავლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში