დმანისის ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს - პრემიერი

27 სექტემბერი 2021, 12:25 1094 ნახვა

ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაკავებულია ერთი პირი.

პრემიერის განმარტებით, ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს.

„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენიმე დღს წინ დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ განთიადში მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში