''ენკასთან'' გაფორმებულ  კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი - ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:39 1088 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ''ნამახვაჰესის'' კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელშეკრულებაში ბევრი რამ იყო მიუღებელი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა.

''ამაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ელაპარაკოს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებდა. მეც მაწუხებდა, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით  მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს; რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგსა და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს.

ეს, წმინდად, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ''ნამახვანჰესის'' კონტრაქტის შესახებ მთავრობასა და მშენებელ კომპანიას შორის არ დაიწყოს საერთაშორისო არბიტრაჟით გათვალისწინებული პროცედურები.

“საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას და მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.

ჩვენ ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შესაძლოა, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში