''ნაციონალურ მოძრაობა'' ''ქართულ ოცნებას'' ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს

28 სექტემბერი 2021, 11:24 1414 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობის'' ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ''ქართულ ოცნებას'' ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს მონაცემთა ბაზა აჩვენა, რომელიც მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის შტაბიდან მიაწოდეს.

როგორც ამბობს ბაზაში მითითებულია ამომრჩევლების პირადი ინფორმაცია და ასევე ის თუ რომელ საარჩევნო უბნებზე აძლევენ ხმას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია. მათი თქმით, მსგავსი მონაცემების მოპოვებას სასამართლო გადაწყვეტილება სჭირდება.

''ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"ქართული ოცნების" შტაბიდან მივიღეთ სკანდალური ინფორმაცია, მოსახლეობას გვინდა ვაცნობოთ, რომ მათი პირადი მონაცემები "ქართული ოცნების" შტაბში სპეც სამსახურებმა მიიტანეს და ამ გზით ცდილობენ ისინი ზეგავლენა მოახდინონ 2 ოქტომბრის არჩევნებზე. 

გვაქვს ინფორმაცია, სადაც ჩანს თუ თქვენ ბატონებო რომელ არჩევნებზე იმყოფებოდით და ვის დაუჭირეთ მხარი, ინფორმაცია საზღვარი გადაკვეთეთ თუ არ გადაკვეთეთ, სახელმწიფო გეხმარებათ თუ არ გეხმარებათ, ნარკოდანაშაულში ხართ თუ არა მხილებული, თქვენზე ვინ ახდენს ზეგავლენას.

ამიტომ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის რეფერენდუმი, ყველანი უნდა მივიდეთ და ''ქართულ ოცნებას'' საკადრისი პასუხი გავცეთ" - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში