მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა

28 სექტემბერი 2021, 11:40 1076 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეთვრამეტე ანონსი- მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავიაბილეთის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ იგი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის. რეისი კიევი-თბილისი აეროპორტში 23:05 წუთზე ჩამოფრინდება.  სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველანი უნდა გამოვიდეს ქალაქებისა და სოფლების ცენტრებში, რომ ერთად დაიცვან მოპოვებული გამარჯვება. ,,საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და ,რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში