„კოალიციური მთავრობა აუცილებელია“-სალომე ზურაბიშვილი

28 სექტემბერი 2021, 14:45 735 ნახვა

კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან. თუმცა სალომე ზურაბიშვილი იმასაც ფიქრობს, რომ რთულია პარტიების თანამშრომლობა, როცა მათი პოზიციები საპირისპიროა. პრეზიდენტმა კვირის ჟურნალთან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის კავშირზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და მოსკოვთან რთულ დიალოგზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს. სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ  ქართულ  ოცნებაში.  ირაკლი ქადაგიშილის განცხადებით, ახლა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება,  ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა,  საპარლამენტო არჩევნებზე გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში