„ევროპული საქართველო“ ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

28 სექტემბერი 2021, 14:49 709 ნახვა

ევროპული საქართველოს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოთხოვნა. კახა დეკანაძე  სოფელ ოქრუაშვილებში აბულაძეების სახლთან განვითარებულ მეწყრისშედეგად ჩამოშლილი მიწის მასის გატანას და გამაგრებით სამუშაოებს ითხოვს. მაჟორიტარობის კანდიდატი ირწმუნება, რომ დასახელებულ მონაკვეთზე გავლა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობს, საფრთხის შემცველია, რადგან  გზა  დაზიანებულია. ოპოზიციონერი კანდიდატი  თვითმმათთველობას ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად ჩატარებას სთხოვს. ხულოს მერიაში კახა დეკანაძეს არ უპასუხეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ  ფერდსამაგრ სამუშაოებს  მასშტაბებიდან გამომდინარე ეტაპობრივად ჩაატარებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში