მთავრობის გეგმა

30 ნოემბერი 2016, 00:00 3146 ნახვა

2017 წლიდან საქართველოში აიკრძალება ონლაინ სესხები, დოლარში აღებული სესხები დაანგარიშდება 2.30 კურსით, თამბაქოს ნაწარმი გაძვირდება, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი, მცირე და საშუალო სესხები კი მხოლოდ ლარში გაიცემა - ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია იმ გეგმისა რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რის შემდეგაც საქართველოში ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ახალი წლიდან სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის მოსაკრებლის გაზრდაც იგეგმება. პრემიერის განცხადებით აქციზი გაძვირდება თამბაქოს ნაწარმზე, ასევე, ნავთობპროდუქტებზე, აზარტული თამაშების მოსაკრებელზე და იმპორტულ ავტომობილებზე. 

ამავე კატეგორიაში