მარინა კალიურანდის განცხადება

29 სექტემბერი 2021, 11:45 794 ნახვა

„საქართველოს ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ“ - ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის წევრის ეს მესიჯი ქართველ პოლიტიკოსებს  ეკუთვნით. მარინა კალიურანდის განცხადებით, ეს საჭიროა საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად.  როგორც კალიურანდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია, მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, მისი თქმით, ძალიან პოლარიზებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში