ე.წ. სისხლიანი ბანერები - ცესკოს გადაწყვეტილება

29 სექტემბერი 2021, 12:28 2340 ნახვა

ცესკოს მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და მას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოკვლევა საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩატარდა, თუმცა დამკვეთის კავშირი საარჩევნო სუბიექტებთან არ გამოვლინდა, ასევე მოქალაქე არ არის რომელიმე პარტიის შემომწირველი. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ბანერების გამკვრელის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძებები არ გატარდება. ცესკოს დასკვნას არ ეთანხმება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი სიორიძის ინფორმაციით, საკითხზე გადაწყვეტილება პირადად კომისიის თავმჯდომარემ მიიღო და სისხლიანი ბანერების საკითხის განხილვაში ცესკო-ს წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში