ვადაზე ადრე შეწყვეტილი მანდატები

30 ნოემბერი 2016, 00:00 2146 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსის სადეპუტატო მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, დეპუტატები კენჭს დღევანდელ სესიაზე უყრიან. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს. დღესვე სხდომაზე კანონმდებლები ორ დადგენილებას მიიღებენ. დადგენილებით ის კანონპროექტები განისაზღვრება, რაზეც მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს. 

ამავე კატეგორიაში