აჭარის მთავრობის სხდომა

30 სექტემბერი 2021, 12:48 920 ნახვა

დღეს, 30 სექტემბერს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ორ დღეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

''მჯერა რომ მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ყველა ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. ამ არჩვენების შედეგებით ჩვენს ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, შემდეგი წლების განმავლობაში, გააგრძელოს ქვეყნის სტაბილური განვითარება'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით და ახალი რეკრეაციული ზონების შესაქმენლად ბათუმის მერიამ, აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ახალი პროექტი შეიმუშავა, იგეგმება ურეხსა და ''სტეფანოვკის'' დასახლებაში ტურისტული ცენტრის შექმნა. 

''ეს შეკრავს სამკუთხედს არგოს მთასთან, ბათუმის ბულვართან და  ახალ სარეკრეაციო სივრცესთან - ბათუმის ცენტრალურ პარკთან. ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით. ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ დასვენების და გართობისათვის ახალი მიმზიდველი სივრცე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში