საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა - აშშ-ს ელჩი სააკაშვილის დაბრუნებაზე 

30 სექტემბერი 2021, 13:25 1538 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მშვიდი გარემო აუცილებელია და პოლიტიკური დაპირისპირება ან ძალადობა არ უნდა იყოს.

''არ მინდა სპეკულირება, რას იზამს ან რას არ იზამს სააკაშვილი. ამაზე გაკეთდა ბევრი კომენტარი, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის მშვიდი, მშვიდობიანი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ძალადობა. ეს არის ის, რაშიც ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს. იმედია, ეს არის ის, რასაც დავინახავთ ხვალ და არჩევნების შემდეგ დღეებში“, – განაცხადა დეგნანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში