მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არ არის ჩაწერილი - ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2021, 11:30 1480 ნახვა

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ადამიანი არის კლოუნი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"ნეტა იყოს ის საქართველოში და ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის რაც თამამად შემიძლია ვთქვა"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ეს საქციელი ემსახურება შემდეგს, მას უნდა თავის თავზე მიიწეროს ის 25% იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს პარტიამ არჩევნებში.

"ის არ არის იმდენად სულელი, რომ ეგონოს, რომ ამით მხარდამჭერებს მეტად დაამობილიზებს ვიდრე ჩვენსას, ეს არა მგონია იყოს მისი გათვლა. მას აწუხებს შიდა პარტიული ამბები, მას უნდა, რომ თავის თავზე მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს პარტიამ არჩევნებზე.

ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებაა და მიდის ბრძოლა, ვინ მიიწერს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება მიიღოს პარტიამ. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, შეიძლება ეს ცუდიც არის, როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად დამობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს ცოტა ხნით. ეს არის კლოუნადის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში