სამზადისი საარჩევნო უბნებზე

01 ოქტომბერი 2021, 11:01 836 ნახვა

ქობულეთში 67 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან 1 სპეცუბანია კოვიდინფიცირებულებისთვის, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სკოლაშია გახსნილი. სწორედ 67-ე უბანზე მოიყრის თავს კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ბიულეტენები.

წელს გაზრდილია გადასატანი ყუთების რაოდენობაც, რაც პანდემიამ განაპირობა. 81-ე ოლქში 1 600 გადასატანი ყუთი იქნება. სულ მუნიციპალიტეტში 67 ათას 338 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ყველა საარჩევნო უბანი როგორც ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილია და მზადაა ამომრჩევლების მისაღებადაც უკვე ხვალიდან.

ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო ინვენტარის გატანის პროცესი მიმდინარეობს. უბნის თავმჯდომარეები  არჩევნებისთვის საჭირო აღჭურვილობასა და  დოკუმენტაციას იბარებენ.  თვითმმართველობის არჩევნებისთვის  54 უბანი და ერთი სპეცუბანი მოქმედებს, 24 ათას 141 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება  854-მა ამომრჩეველმა გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში