სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე - მურმან დუმბაძე 

01 ოქტომბერი 2021, 14:43 3411 ნახვა

მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნამდვილად საქართველოშია - ამბობს მურმან დუმბაძე. მისი თქმით, სააკაშვილი საზოგადოების წინაშე ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე გამოჩნდება. 

ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოფილ პრეზიდენტთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა დღეს არ შეხვედრია. 

''მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი უნდა გამოჩნდეს ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე. ის უნდა ჩაუდგეს სათავეში საერთო გამარჯვების დღესასწაულს, რომელსაც ვიზეიმებთ. საქართველოს მოქალაქეები არიან მოწადინებული, რომ 9 წლის თავზე,  დღეს 2021 წლის პირველი ოქტომბერია, ხომ მართალია? ზუსტად 9 წლის წინ ძალიან ბევრს არ ჯეროდა, რომ საქართველოს მოქალაქე არის გადამწყვეტი, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება.

ვისაც არ ჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი  ბათუმშია, 2012 წლის პირველ ოქტომბერსაც არ ჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგალითად მდინარაძე, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობას'' წარმოადგენდა არ ჯეროდა. მაგალითად კუჭავას, ხომ შეიცვალა?

ხვალ, ჩვენ მშვიდობიანად, თავისუფალ გარემოში უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. 8 საათსა და 5 წუთზე მთელი აჭარა უნდა დაიძრას რუსთაველისკენ რათა ერთად ვიზეიმოთ პარლამენტის წინ გამარჯვება. გამარჯვებულებმა და დამარცხებულებმაც ერთად უნდა აშენონ ეს სახელმწიფო. მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ჭკუაზე მივა. 

მიხეილ სააკაშილი ამ დღეებში არ მინახავს, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მაქვს ხშირი, ბოლო 5 წლის განმავლობაში'' - ამბობს დუმბაძე. 

კითხვაზე საიდან შემოვიდა ქვეყანაში სააკაშვილი? მურმან დუმბაძე ასე პასუხობს: ცით, ხმელეთით და ზღვით.

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში