სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინა და არ გადმოუკვეთია საქართველოს საზღვარი - შსს

01 ოქტომბერი 2021, 15:14 1734 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

''დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია.

ის არის ძებნილი, დამდგარია განაჩენი და შესაბამისად  თუ გადმოკვეთს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ პენიტენციურ დაწესებულებაში'' - განაცხადა ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში