გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო

02 ოქტომბერი 2021, 08:41 1154 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები გუშინ საღამოს გაავრცელა. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. ეს განცხადება მალევე გაკეთდა  პროკურატურაში.  პროკურორის განმარტებით, ასევე მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე  და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში