დღეს არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის - გიორგი გახარია

02 ოქტომბერი 2021, 10:17 980 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

გახარიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ თითოეული მოქალაქე გონივრულ არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის, განახლებისთვის.

"დღეს არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის.  ეს ორი ძალა ჩვენ წარსულში გვექაჩება. დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქე გონივრულ არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის, განახლებისთვის.

მე მინდა, დღეს ყველას მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.

მე ყველგან ვიქნები..." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში