უცხოური მედია სააკაშვილის დაკავებაზე

02 ოქტომბერი 2021, 10:06 699 ნახვა

საქართველოს ექს-ლიდერმა სამშობლოში  უკრაინიდან ფარულად ჩასვლის შემდეგ მხარდამჭერებს არჩევნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ კენჭისყრისკენ მოუწოდა - წერს ფაინენშელ თაიმსი. 

გავლენიანი გამოცემა ვარაუდობს, რომ  სააკაშვილის დაბრუნება  სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში პოლიტიკურ არეულობას კიდევ უფრო გააღრმავებს. 4-მილიონიანი საქართველო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეძლო პოსტ საბჭოთა ქვეყანამ  დემოკრატიული რეფორმების გატარება და  დასავლეთისკენ სვლა. ახლა ქვეყანა კი  მილიარდერის მიერ მხარდაჭერილი მმართველ პარტიასა და სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობის შორის დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ კრიზისშია - წერს გამოცემა. ვრცელ სტატიაში მოკლედ  მიმოხილულია საქართველოს  უახლესი ისტორია ვარდების რევოლუციიდან დღემდე.

აღნიშნულია, რომ საქართველომ მრავალი დასავლელი მოკავშირის თვალში ავტორიტეტი 2008 წელს ოთხდღიანი ომში კატასტროფული დამარცხების შემდეგ დაკარგა. ფაინენშელ თაიმსი  ბიძინა ივანიშვილს ექსცენტრულ განმარტოებულ მილიარდერად მოიხსენიებს და იხსენებს, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

გამოცემა  2012 წელს სააკშვილის   ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და  უკრაინაში მისი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებაც წერს. ბოლოს ფაინენშელ თაიმსი  დავით საყვარელიძის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ  სააკაშვილის  სურვილი იყო, საქართველოში ბრძოლაში ჩაბმულიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში