საარჩევნო უბნებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კანონდარღვევის ფაქტები ფიქსირდება - ტიტე აროშიძე

02 ოქტომბერი 2021, 13:26 1283 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არაერთი კანონდარღვევის ფაქტი ფიქსირდება.

"საარჩევნო უბანთან ახლოს და საარჩევნო უბნებში  დაფიქსირებულია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების სიები.

დარღვევები დაფიქსირდა #46, #55, #60 და #64 უბანზე. ჩვენ დღის განმავლობაში ვაკვირდებით ყველა პროცესს. ისინი ცდილობენ პროვოცირებას როგორც კომისიებში, ასევე კონფლიქტში შედიან ამომრჩევლებთან და დაკმვირვებლებთან. ჩვენ შესაბამისად ვრეაგირებთ აღნიშნულ დარღვევებზე"- აცხადებს ტიტე აროშიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში