ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში - უკრაინის საგარეო უწყება 

02 ოქტომბერი 2021, 15:53 961 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს.

„2 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული იყო უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია. დიპლომატმა გვაცნობა საქართველოში უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას მასთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების პრესპიკერის ოლეგ ნიკოლენკომ გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში