უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურება

02 ოქტომბერი 2021, 14:15 669 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით მკაფიო პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და გადაწყვეტილებებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ. პრეზიდენტი ამ სიტუაციას მუდმივად აკონტროლებს. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე ”, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში