ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობამ 52.26% შეადგინა 

02 ოქტომბერი 2021, 21:47 1032 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობამ 52.26% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 77 494 ადამიანი მივიდა. 

სულ კი ბათუმის მასშტაბით რეგისტრირებული იყო 148 011 პირი. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით მოქალაქეების აქტივობა გაზრდილი იყო, მაშინ საკუთარი არჩევანია ამომრჩეველთა 36%-მა დააფიქსირა. 

ბათუმში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 105 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში