„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალების მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში - პრემიერი 

03 ოქტომბერი 2021, 17:19 1150 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო სასურველი მიზნისთვის მიეღწია, რითაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას შეეცდებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ''ქართულმა ოცნებამ'' დამაჯერებლად გაიმარჯვა. 

''მინდა​ პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად მშვიდ, სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ცალსახად პოზიტიურად შეფასდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მინდა ჩვენი გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალების კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო სასურველი მიზნისთვის მიეღწია, რითაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას შეეცდებოდნენ.

64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში დაინიშნა მეორე ტურები. ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ'' - განაცხადა პრემიერმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში