უბნების გადათვლის პროცესი

04 ოქტომბერი 2021, 14:42 734 ნახვა

მე-3, მე-7, 25-ე, 33-ე და 62-ე საარჩევნო უბნის გადათვლის პროცესი მიმდინარეობს  ქობულეთში.  33-ე  უბნის  შედეგები გააპროტესტა ოპოზიციამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ამ უბანზე  ხელახალი გადათვლის შედეგად ბალანსი არ იყო   დაცული,    6 ბიულეტინი ზედმეტად იყო ჩაგდებული, რასაც ე.წ. კარუსელის შესაძლო მცდელობა უწოდეს. 81-ე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ადასტურებს, რომ  აღნიშნულ უბანზე დისბალანსი იყო, თუმცა ეს იმით ახსნა,  რომ ბათილი ბიულეტინების გრაფაში მდივანს შეცდომით ჰქონდა ციფრი  მითითებული. მისი თქმით, გადათვლის პრინციპით  უბანზე დისბალანსი გასწორდა.

მოგვიანებით საოლქო კომისია სხდომაზე განიხილავს ამ უბნის საკითხსაც და გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.

ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, ლოტოტრონით გამოვლენილი ხუთივე უბნის შემაჯამებელი ოქმები შედეგების იდენტური აღმოჩნდა ქედაში.

ხმის ხელმეორედ გადათვლა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები და პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში