რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

04 ოქტომბერი 2021, 16:42 975 ნახვა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას სცენიდან სიტყვით მიმართავენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც მანამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, განაცხადა რომ ყოფილი პრეზიდენტი არის მხნედ და დიდი გამარჯვების მოლოდინში.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ისინი მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ. 

აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

“მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, მას ტელევიზორი აქვს თუ არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისთვის პატივია იცოდეს, რომ ჰყავს 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მას გულშემატკივრობს. შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ის მხარდამჭერი არ იყოს, მაგრამ მისი თავდადება და თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის'' - განაცხადა მელიამ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში