შიმშილობას არ შევწყვეტ სანამ მე და ჩემს გამო დაპატიმრებულები არ გათავისუფლდებიან - მიხეილ სააკაშვილი

04 ოქტომბერი 2021, 19:32 657 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ის უარს აცხადებს რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარებაზე.

სააკაშვილის თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე მის გამო დაკავებული ადამიანებს არ გაათავისუფლებენ.

"მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავეხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში , სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემ ხალხს , მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის , თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო რაიმე ტიპის ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში