13 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლოს გადაწყვეტილება

01 დეკემბერი 2016, 00:00 3038 ნახვა

13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ არჩილ ფეტიძეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ფეტიძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისთვის. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 მაისს, ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე არჩილ ფეტიძემ, ადრე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, „ტოიოტას” მარკის ავტომანქანაში საჭესთან მჯდომ ირაკლი აბუსერიძეს, უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის, მუცლისა და კიდურების არეში 7 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი აბუსერიძე ადგილზე გარდაიცვალა. ამ  ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში