სააკაშვილი რადას დეპუტატმა მეუღლემ მოინახულა

05 ოქტომბერი 2021, 19:44 1945 ნახვა

როგორ ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ? - ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის ახალ მეუღლეს არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. რადას დეპუტატი ლიზა იასკო რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის საკონსულოს თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. მისი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ექსპრეზიდენტი დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ გამოაქვეყნა ლიზა იასკომ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო. სააკაშვილის უკანანო საზღვირს კვეთაზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა ყოფილი პრეზიდენტი 2 საქმეზე მსჯავრდებული, 2-ზე კი ბრალდებულია. რუსთავის ცხიხესთან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭრებიც იმყოფებოდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში