ამერიკელი სენატორის კრიტიკა არჩევნებს

05 ოქტომბერი 2021, 19:46 772 ნახვა

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ფიქრობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებიდან უკან დახევაა. სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ ცნობების გამო და როგორც განმარტავს, საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების მეორე ტურს ყურადღებით დააკვირდება. ჯიმ რიშის მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას - ასე ფიქრობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში და ამ აზრს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისიც დაამატა, რომ 2012 და 2021 წლების შედარება არ შეიძლება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში