ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ორი უბნის შედეგები გადაითვალა

06 ოქტომბერი 2021, 11:34 1535 ნახვა

ქობულეთის, 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 44-ე და მე-60 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები, შემაჯამებელ პროპორციულ ოქმებში გადასწორებული ციფრების გამო, ხელმეორედ გადაითვალა.

საოლქოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოქმებში ციფრები გადასწორებული არ არის. მისივე ინფორმაციით,  საუბნო საარჩევნო  კომისიის მდივნების მექანიკური შეცდომა იყო, რაც ოქმში არ ასახულა, რის გამოც კომისიის მდივნების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაწყებულა. 

სხდომას, ოპოზიციაც ესწრებოდა. მათი განმარტებით, ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო  კომისია შეგნებულად  არ ხსნის სხვა უბნების შედეგებს, სადაც გაცილებით მეტი დარღვევაა გამოვლენილი.

ოლქთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში