საჩივრების განხილვა

06 ოქტომბერი 2021, 14:49 909 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ამ დრომდე გრძელდება. იმ საჩივრებიდან კი, რომლებიც კომისიამ უკვე განიხილა ჯერ მხოლოდ სამი და ისიც  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დანარჩენს კი უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ საჩივრებში დაფიქსირებულ დარღვევებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ასე არ ფიქრობენ ავტორები, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, დღეს საოლქო საარჩევნო კომისია ლოიალურია. 

სამართლიანი არჩევნების აჭარა-გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, პროცედურულ დარღვევებზე რეაგირება კომისიის მხრიდან აუცილებელია,   რათა შემდგომში რეაგირების გარეშე დარჩენილი დარღვევები წამახალისებელი არ გახდეს  საარჩევნო საუბნო კომისიების წევრებისთვის. 

უფრო მკაცრია „გახარია საქართველოსთვის პარტიის“ წარმომადგენლის შეფასება. ის მიიჩნევს, რომ  საოლქო კომისია საჩივრებს წინასწარი დავალებით, განზრახ  არ აკმაყოფილებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში