რატომ დაბრუნდა სააკაშვილი - პრემიერის ვერსია

06 ოქტომბერი 2021, 19:40 778 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება -პატიმრობა რამდენიმე დღეა ქვეყანაში მთავარი განსახილველი თემაა. კიევში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე და უკრაინაში საქართველოს ელჩი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარიც ზედმეტია და მისი დაპატიმრება 2 ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. თაკო ჩარკვიანი კი  ექსპრეზიდენტის ფიზიკური და მორალური განადგურების შესაძლებლობაზე საუბრობს, რომელი ინფორმაციაც მისი თქმით, უშიშროების სამსახურიდან მიაწოდეს. დილიდან პოლიტიკური დისკუსიის საგანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებამდე 1 დღით ადრე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ექსპრეზიდენტის დაკავებას გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციური სცენარის შესაძლებლობაზე საუბრობს. ამ პოზიციას იზიარებს მმართველი პოლიტიკური პარტია, ოპოზიციისთვის კი რეალობისგან აცდენილია პრემიერის აზრი. ნაწილი კი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შეთანხმებულ სვლებზე საუბრობს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში