გაძვირებული პროდუქტები

07 ოქტომბერი 2021, 12:00 3183 ნახვა

პურზე და პურპროდუქტებზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა.  საცხობებში განმარტავენ, რომ დაახლოებით 10 ლარით გაძვირდა ერთი ტომარა ფქვილი, 13 ლარით შაქარი და 6 ლარით  ზეთი, რამაც ავტომატურად გამოიწვია პურპროდუქტების გაძვირება. მოვაჭრეების ინფორმაციით, პურის ფქვილის ფასი ყოველდღიურად იზრდება. მსგავსი მდგომარეობაა სხვა პროდუქტებზეც.

ამბობენ, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ფასები უახლოეს პერიოდში ვერ  შემცირდება. 

გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა მოსახლეობა. სპეციალისტები კი პურპროდუქტებზე ფასების მატებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავლის შემცირებას და მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში