საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო

07 ოქტომბერი 2021, 15:00 604 ნახვა

საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

მანამდე კი ორბელიანების სასახლეში მილო ჯუკანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

დღესვე საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში