ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა - სალომე ზურაბიშვილი

07 ოქტომბერი 2021, 16:10 803 ნახვა

ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს მათი გამოცდილების გაზიარება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში,მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.

„პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთად ჩვენ გავიხილეთ საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. მე მას ავუხსენი სიტუაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყოველდღიურად თუ რამდენად დიდი წნეხია ეს დელიმიტაციის ხაზთან მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის. ამავე დროს ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გზას ევროინტეგრაციისკენ. ამან ჩვენ არ შეგვაცვლევინა პოზიციები და არც მოსახლეობის მხარდამხარ არ შეცვლილა ამ გზის მიმართ, რაც ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ამ გზაზე ჩვენ ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. 2017 წელს მან შეძლო გაწევრიანება ატლანტიკურ საბჭოში და ჩვენთან შედარებით იგი ამ კუთხით უფრო წინ წასულია. ძალიან საინტერესო იქნება ის გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით,  შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი იყოს ევროკავშირის ჩართულობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში