მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - მილო ჯუკანოვიჩი

07 ოქტომბერი 2021, 16:24 828 ნახვა

ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ, – ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა განაცხადა.

მილო ჯუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ  საქართველოსა და მონტენეგროს მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველოს ძალიან ახლოს უდგას მონტენეგრო მხარში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ნატო-ს ოპერაციებზე. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ღირებულებები გვაქვს. ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ. აქტიურად ვადევნებთ თვალყურს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და ასევე, რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. საქართველოსთვის პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ“, – აღნიშნა მილო ჯუკანოვიჩმა.

მისივე განცხადებით, მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში