ლარი ისევ გაუფასურდა. მონაცემები დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ზოგიერთ კომერციულ ბანკში დღის პირველ ნახევარში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 65 თეთრს აჭარბებდა, ბოლო მონაცემებიტ კი საფინანსო ორგანიზაციებში ერთი დოლარის ღFირებულება 2 ლარსა და 61 და 2 ლარსა და 63 თეთრს შორის მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით კი 2 ლარი და 58 თეთრი ღირს ერთი ამერიკული დოლარი.