კოვიდის შემთხვევების გამო ხულოში ერთი ბაღი დროებით დაიხურა

12 ოქტომბერი 2021, 11:25 949 ნახვა

კორონავირუსის დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ხულოში, ღორჯომის საბავშვო ბაღში. ვირუსი  დაწესებულებაში დასაქმებულ  მზარეულს დაუფიქსირდა. 

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სწავლა ორი კვირაში განახლდება.

ბაღში 22 აღსაზრდელია რეგისტრირებული. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში