გადაინაცვლებს თუ არა ზაურ ახვლედიანი საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში?

01 დეკემბერი 2016, 00:00 3000 ნახვა

კულვარებში გავრცელებული ინფორმაციით ზაურ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოდან უმაღლეს საბჭოს აპარატში  ინაცვლებს. უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აღნიშნულ ფაქტს არც  ადასტურებს და არც უარყოფს. საკითხი ხვალ ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხადაა გამოტანილი,  დღის წესრიგის თანახმად ახვლედიანის ვადამდე ადრე თანამდებობის დატოვებაზე დეპუტატებმა ხვალ უნდა იმსჯელონ.   ზაურ ახვლედიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ამავე კატეგორიაში