პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

01 დეკემბერი 2016, 00:00 2024 ნახვა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. იოჰანეს ჰანსმა პრემიერ-მინისტრს  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობას და მომავალი წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს. 

ამავე კატეგორიაში